მიკოშ ხორტი, ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი, იონ ანტონესკუ, ბენიტო მუსოლინი, ჩან კაიში, ადოლფ ჰიტლერი, ანტონ დი ოლივეირა სალაზარი, ტრუჰილო რაფაელ ლეონიდასი, ჰაიელ სელასსიე I, ფრანკო, ტიტო, მაო ძედუნი, პერონ ხუან დომინგო, ჰომეინი რუჰოლა მუსავა, ბატისტა, სუკარნო, დიუვალე ფრანსუა, ენვერ ხოჯა, კიმ ირ სენი, სტრესნერ ალფრედო, პინოჩეტი, მარკოს ფერდინანდი, ჩაუშესკო, ბაკასა ჭან ბედელი, სამოსა ანასტასიო, ამინ იდი, ფიდელ კასტრო, პოლ პოტა, მობუტუ ჭოზეფდეზირე, სადამ ჰუსეინიდა სხვები...
რა მოუტანა ამ დიქტატორის რეჟიმებმა კარგი კაცობრიობას, დიდძალი ადამიანიური სისხლის გარდა?
”მე მსურს ომი და მის დასაწყებად ნებისმიერი მიზეზი გამოდგება”, ”მე ამქვეყნად იმისთვის არ მოვსულვარ, რომ უკეთესობისაკენ შევცალო ადამიანები. პირიქით, მე მოვედი, რათა კარგად გამოვიყენო მათი ეს სისუსტეები”, ” სიცოცხლე- ესაა სიკვდილისათვის რიგში დგომა, მაგრამ ზოგი ურიგოდ მიძვრება” - ეს სიტყვბი მეორე მსოფლიო ომის ”სულისჩამდგმელს”, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნის, რომელიც ისტორიაში სისასტიკით გამორჩეული ”ფიგურაა”.
ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler) (დ. 20 აპრილი 1889 – გ. 30 აპრილი 1945) - იყო «ნსდაპ»-ის ფიურერი, ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერი 1933 წლიდან და როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“ მესამე რაიხის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური 1934 წლიდან.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.
ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.” (გერმ.: „Würde Deutschland jährlich eine Million Kinder bekommen und 700.000 bis 800.000 der Schwächsten beseitigt, dann würde am Ende das Ergebnis vielleicht sogar eine Kräftesteigerung sein.“)
ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად.
ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.
დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა.
1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.
Auschwitz (4).aviAdolf Hitler - Speech (1933)